TuttoJuve

Juve per sempre sarà

მბანგულა კარიერას ვერდერში გააგრძელებს

ფაბრიციო რომანომ დაადასტურა, რომ ვერდერსა და იუვენტუსს შორის სამუელ მბანგულას ტრანსფერის თაობაზე შეთანხმება მიღწეულია.

21 წლის ბელგიელი ფეხბურთელი გერმანულ გუნდს 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება, რასაც მომავალში ბონუსების სახით კიდევ 3 მილიონი დაემატება.

მბანგულა იუვენტუსის აკადემიის აღზრდილი გახლავთ, ამიტომ მიღებული თანხა გუნდს კაპიტალის კარგ ზრდას მოუტანს, რაც დამიენ კომოლის მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მეტი ფულის დახარჯვის საშუალებას მისცემს.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

68 views
error: დაცული კონტენტი !