TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მბანგულა:“ იუვენტუსი ერთი დიდი ოჯახია…“

იუვენტუსის ტალანტმა სამუელ მბანგულამ, ვინც ბელგიის 21-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს, ტურინული გრანდის რიგებში თამაშის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„იუვენტუსი მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია და რა თქმა უნდა, მათ რიგებში სეზონის ასეთი სტარტი ძალიან სასიამოვნოა. იუვენტუსის მაისურის ტარება როგორც დიდი პატივი, ასევე დიდი პასუხისმგებლობაა, რასაც დიდი ზეწოლა ახლავს თან.

„ადაპტაცია ძირითად გუნდთან ? გუნდში ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელები ძალიან დამეხმარნენ. იუვენტუსი ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველა გვერდში გიდგას, ტიაგო მოტამ კი გამომიცხადა ნდობა, რაც ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ჩვენ მუშაობის, შეცდომების დაშვების უფლებას გვაძლევს.“