TuttoJuve

Juve per sempre sarà

მაზრაუი იუვენტუსის ერთ-ერთი პრიორიტეტია

იუვენტუსი მარჯვენა მცველის ძიებას აგრძელებს და მანჩესტერის ფეხბურთელი ნუსაირ მაზრაუი ტურინული გრანდის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

28 წლის მოროკოელი წითელი ეშმაკების რიგებში სათამაშო დროის ნაკლებობით უკმაყოფილოა და მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდის დატოვება სურს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ტურინული გრანდი მოროკოელს გუნდის გასაძლიერებლად იდეალურ კანდიდატად მოიაზრებს. მანჩესტერი მის სანაცვლოდ 15-20 მილიონს ითხოვს, იუვე კი თავის მხრივ ფეხბურთელის იჯარით გაფორმებას ცდილობს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

მაზრაუის ალტერნატივა ჯენოას ბრუკ ნორტონ-კაფია, მაგრამ გენუელები იანვარში მის გაყიდვაზე უარს ამბობენ.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !