მატრი:“ იუვენტუსის მთავარი პრობლემა ცენტრ-ფორვარდის არყოფნაა“
იუვენტუსის ყოფილმა ფორვარდმა ალესანდრო მატრიმ ტურინული გრანდის პრობლემებზე ისაუბრა.
„იუვენტუსის პროგრესი გუნდში ლუჩიანო სპალეტის მისვლის შემდეგ აშკარაა, გუნდმა იდენტობა დაიბრუნა და მეტწილად ძალიან კარგ, სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს, ქმნის უამრავ მომენტს, მაგრამ მათ გამოყენებას ვერ ახერხებს.
„სპალეტიმ გუნდის მენტალობა შეცვალა, მაგრამ გუნდის უმთავრესი პრობლემა ახლა ცენტრ-ფორვარდის არყოფნაა. გუნდს სჭირდება ფეხბურთელი, რომელიც შექმნილ მომენტებს უკეთ გამოიყენებს. ვფიქრობ, ვლაჰოვიჩის დაბრუნება იუვენტუსს საგრძნობლად გააძლიერებს.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
