მატეტას იუვენტუსში გადასვლის იმედი აქვს
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ჟან-ფილიპ მატეტა იუვენტუსში გადასვლის იმედს არ კარგავს.
წყაროს ცნობით, ნოტინგჰემ ფორესტი მზად არის, მის სანაცვლოდ 35 მილიონი გადაიხადოს, მაგრამ თავად ფეხბურთელს კარიერის იუვენტუსში გაგრძელება სურს.
სკირას თქმით, იუვენტუსი მატეტას თაობაზე წინადადების გაუმჯობესებას არ აპირებს, ამიტომ ფრანგი ტურინში მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაბარგდება, თუ კრისტალ პალასი მისი იჯარით გაშვებას დათანხმდება, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
