TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მარსელმა ფაჯოლის ტრანსფერზე მუშაობა განაახლა

ფრანგული მედიის ცნობით, მარსელმა იუვენტუსის ნახევარმცველის ნიკოლო ფაჯოლის ტრანსფერზე მუშაობა განაახლა.

ფაჯოლი ტიაგო მოტასთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი არ არის, ამიტომ ბიანკონერი იტალიელის 20-25 მილიონ ევროდ გაყიდვის წინააღმდეგი არ გახლავთ.

გამოცემა Sport-ის ცნობით, მარსელი იუვენტუსთან ფაჯოლის თაობაზე მოლაპარაკებებს უახლოეს პერიოდში დაიწყებს. ტურინულმა გრანდმა ფეხბურთელის თაობაზე რამდენიმე წინადადება უკვე მიიღო, თუმცა ჯერჯერობით მოთხოვნილი 20-25 მილიონის გადახდას არც ერთი დაინტერესებული გუნდი არ აპირებს.

error: დაცული კონტენტი !