მარსელი ვეას გამოსყიდვას გეგმავს
იუვენტუსი სეზონის ბოლოს დიდი ალბათობით ტიმოთი ვეას სანაცვლოდ 14.4 მილიონს მიიღებს.
მარსელმა ვეას 1-წლიანი იჯარის სანაცვლოდ 1 მილიონი ევრო უკვე გადაიხადა, რასაც ბონუსების სახით კიდევ 4.1 მილიონი დაემატება, მისი შემდგომში 14.4 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც მარსელის ევროპულ ტურნირებზე მოხვედრის შემთხვევაში სავალდებულო გახდება.
ვეა მარსელისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდა, ის რობერტო დე ძერბის გუნდის ერთ-ერთი შეუცვლელი ფიგურაა და Tuttomercato-ს ინფორმაციით, ფრანგები მის გამოსყიდვას გეგმავენ.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
