TuttoJuve

Juve per sempre sarà

მარსელი და ფიორენტინა ფაჯოლისთვის ბრძოლას აგრძელებენ

სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს სულ რამდენიმე საათი რჩება, ნიკოლო ფაჯოლის ბედი კი ჯერ კიდევ გაურკვეველია.

იტალიელი ფეხბურთელის ტრანსფერზე ამ მომენტისთვის ფიორენტინა და მარსელი მუშაობენ, თუმცა ჯერჯერობით იუვენტუსთან საერთო ენის გამონახვას ვერც ერთი მათგანი ვერ ახერხებს.

ფაჯოლის ფიორენტინასთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული აქვს, თუმცა ფლორენციელები იუვენტუსის მიერ მოთხოვნილი 20 მილიონის გადახდაზე უარს ამბობენ და მის გაფორმებას იჯარით ცდილობენ, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

31 views
error: დაცული კონტენტი !