TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მარკიზიო:“ ტუდორი სწორი არჩევანია, კოპმეიენრსის შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა შეუძლებელია“

იუვენტუსის ლეგენდამ კლაუდიო მარკიზიომ Sky Sport-თან საინტერესო თემები განიხილა.

„ტუდორი იუვენტუსში ? იგორი ამ რთულ მომენტში სწორი არჩევანი იყო. ის იუვენტუსს კარგად იცნობს და მჯერა, რომ გუნდის დახმარებას შეძლებს.

„კოპმეინერსის ცუდი ფორმა ? ტეუნმა გასულ წლებში თავისი შესაძლებლობები უკვე დაამტკიცა, მის კლასში ეჭვის შეტანა შეუძლებელია. მას ფიზიკური და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მენტალური ფორმის დაბრუნება სჭირდება და იმედი მაქვს, ამის გაკეთებას შეძლებს.

„უნდა აღინიშნოს, რომ ამ სეზონში იუვენტუსის ბევრმა ფეხბურთელმა თავისი რეალური შესაძლებლობები ვერ აჩვენა.“

error: დაცული კონტენტი !