TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მარკიზიო:“ მოტამ იუვენტუსს ახალი მენტალიტეტი შესძინა“

იუვენტუსის ლეგენდამ კლაუდიო მარკიზიომ ლაიფციგთან მატჩი შეაფასა.

„იუვენტუსისთვის შეხვედრა კატასტროფულად დაიწყო, საწყის 10 წუთში 2 იძულებითი ცვლილების განხორციელება ნებისმიერი მწვრთნელის გეგმებს არევს, მეორე ტაიმში კი დი გრეგორიოს გაძევებითა და 11-მეტრიანით გუნდს საქმე კიდევ უფრო გაურთულდა, თუმცა სწორედ აქ გამოჩნდა, რომ ტიაგო მოტამ გუნდს ახალი მენტალიტეტი შესძინა.

„გუშინ ყველა დეტალი ბიანკონერის წინააღმდეგ იყო, მაგრამ გუნდი არ დანებდა, ბრძოლა გააგრძელა და მოიპოვა გამარჯვება, რომელიც როგორც ქულების, ასევე მენტალურ ასპექტში ძალიან მნიშვნელოვანია.“