TuttoJuve

Juve per sempre sarà

მარკიზიო:“ იუვენტუსში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც არ ესმით, რას ნიშნავს ატარო ეს მაისური“

იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ ტურინული გრანდის პრობლემებზე ისაუბრა.

„იუვენტუსის მთავარი პრობლემა არის ის, რომ გუნდი აქცენტს ხანმოკლე წარმატებაზე აკეთებს და ხანგრძლივ პერსპექტივაზე არ ფიქრობს. რამდენჯერ გახსოვთ იუვენტუსის ისტორიაში, რომ შუა სეზონში გუნდს მწვრთნელი შეეცვალოს ? ან ახალი ხელმძღვანელობა გუნდიდან 1 წლის შემდეგ წასულიყოს ? იუვენტუსს სჭირდება ხანგრძლივი პროექტი და მოთმინება.

„პრობლემები ლიდერების მხრივ ? ასე არ ვიტყოდი, იუვენტუსის თითოეულმა წევრმა, მოედანზე თუ მის მიღმა, გაცილებით მეტი უნდა გააკეთოს. ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება, იუვენტუსის რამდენიმე ფეხბურთელმა არ იცის, თუ რას ნიშნავს ატარო ეს მაისური, რამდენად დიდი პრივილეგია და პასუხისმგებლობაა. გასულ მატჩში დევიდი მოედანზე დასეირნობდა, ეს სრულიად მიუღებელია, შენ უნდა გახვიდე და 100 პროცენტით დაიხარჯო. ამას როგორც მე, ასევე სხვა ქოამები ხედავ, ბევრი არ აკეთებს იმას, რაც საჭიროა და რისთვისაც ისინი ხელფასს იღებენ.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !