მარკიზიო:“ იუვენტუსს სეზონის კარგი სტარტი აქვს, გუნდს იანვარში ტრანსფერები სჭირდება“
იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ ჟურნალისტებთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„ფავორიტი სერია ა-ში ? ჩემპიონატი ძალიან დაბალანსებუუული და საინტერესოა, რამდენიმე გუნდი ფურცელზე უფრო ძლიერია, მაგრამ საერთო ჯამში წინ შესანიშნავი სეზონი გველოდება. ინტერი მოქმედი ჩემპიონია და ის ფავორიტად მოიაზრება, თუმცა ნერაძურის ტიტულის დაცვა მარტივად არ გამოუვა.
„იუვენტუსი ? რთული წლების შემდეგ, იუვენტუსში ძალიან ბევრი ცვლილება მოხდა, გუნდის ხელმძღვანელობა, მწვრთნელი და უამრავი ახალი ფეხბურთელი, ახალი იდეები და პროექტი. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, გუნდს სეზონის კარგი სტარტი აქვს, თუმცა ეს მათი მაქსიმუმი არ არის.
„სატრანსფერო ფანჯარა ? ფინანსური ბალანსის დაბრუნება ძალიან მნიშვნლეოვანია, მაგრამ როგორც ქომაგი ვიმედოვნებ, რომ გუნდი იანვარში რამდენიმე ფეხბურთელს გაიფორმებს და შემადგენლობას გააძლიერებს.“