მარკიზიო:“ იუვენტუსს ცუდი ნახევარდაცვა არ ჰყავს, კოპმეინერსი ?…“
იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ გუნდის პრობლემებზე ისაუბრა.
„იუვენტუსის არასტაბილურობა ? გუნდში ბოლო წლებში ძალიან ბევრი ცვლილება მოხდა, მენეჯმენტიდან დაწყებული, მწვრთნელითა და ფეხბურთელებით გაგრძელებული. გამარჯვებული გუნდის აშენება 6 თვეში და 1 წელიწადში არ ხდება. ჩემი იუვე ზედიზედ 2-ჯერ მე-7 ადგილზე გავიდა, თუმცა ამის შემდეგ ჩვენი დომინაცია დაიწყო.
„გუნდის ნახევარდაცვა ? ვფიქრობ, იუვენტუსს საკმაოდ ძლიერი ნახევარდაცვა ჰყავს. ფაბიო მირეტის დაბრუნება ტუდორს მეტ არჩევანს მიცემს. კოპმეიენრსი ? ტეუნი ხარისხიანი ფეხბურთელია, მაგრამ მან მენტალური პრობლემები უნდა გადალახოს და ძველ დონეს დაუბრუნდეს.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
