TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მარკეტი:“ მოტას იდეალური შემადგენლობა ჰყავს“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ლუკა მარკეტიმ იუვენტუსის სატრანსფერო ფანჯრა შეაფასა.

„იტალიაში იუვენტუსს ყველაზე კარგი და პროდუქტიული სატრანსფერო ფანჯარა ჰქონდა. ბიანკონერიმ ყველაზე მეტი ფული დახარჯა, კრისტიანო ჯუნტოლიმ ტიაგო მოტას თავისი საფეხბურთო ფილოსოფიისთვის და ხედვისთვის იდეალური ფეხბურთელები მოუყვანა.

„ჯუნტოლიმ თავისი საქმე გააკეთა, ახლა კი ჯერი ტიაგო მოტაზეა, მან უნდა გვაჩვენოს, რომ ამ დონეზე მუშაობისთვის მზად არის.“