TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მარკეტი:“ იუვენტუსი კიდევ მინიმუმ 4 ფეხბურთელს გაიფორმებს“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ლუკა მარკეტიმ იუვენტუსის სატრანსფერო საქმიანობა შეაფასა.

„ვფიქრობ, იუვენტუსის სატრანსფერო პოლიტიკის კრიტიკა სრულიად უადგილოა. გუნდში ძალიან დიდი ცვლილებები მიმდიანრეობს, რომლის განხორციელება ერთ თვეში სრულიად წარმოუდგენელია.

„ტიაგო მოტა იუვენტუსის სათამაშო ფილოსოფიას სრულაიდ ცვლის და მას შესაბამისი ფეხბურთელები სჭირდება, სასურველი კადრების გაფორმებას კი შესაბამისი დრო და ფინანსები უნდა.

„აშკარაა, რომ იუვენტუსის პრიორიტეტი მიმდიანრე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ნახევარდაცვაა. ლუისისა და ტურამის შემდეგ, ტურინული გრანდის პრიორიტეტი კოპმეიენრსია, მას გუნდში ხარისხი და გარანტიები მიაქვს.

„მილიკი ? ტიაგო მოტა მისი გუნდში დარჩენის წინააღმდეგი არ არის, თუმცა ჯერჯერობით დაზუსტებით რაიმეს თქმა რთულია. ერთი რამ ფაქტია, იუვენტუსი კიდევ 4-5 ტრანსფერს განახორციელებს.“