TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მარკეტი:“ გიოკერეშის იუვეში ხილვა რთულად წარმოსადგენია“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ლუკა მარკეტიმ Sky Sport-ის ეთერში ვიქტორ გიოკერეშის იუვენტუსში ტრანსფერის შანსებზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, ამ მომენტისთვის გიოკერეშის იუვენტუსში ნახვა რთულად წარმოსადგენია. მისი გაფორმება არის დაკავშირებული ისეთ ინვესტიციებთან, რომელთა განხორციელება იტალიური გუნდებისთვის ფაქტობრივად შეუძლებელია.

„გიოკერეში დიდი ალბათობით კარიერას ინგლისში გააგრძელებს, ამ მომენტისთვის მის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს არსენალი იჩენს.“

error: დაცული კონტენტი !