TuttoJuve

Juve per sempre sarà

მარიო სავარაუდოდ იუვენტუსში დაბრუნდება

ჟოაუ მარიო სეზონის ბოლოს დიდი ალბათობით იუვენტუსის რიგებს დაუბრუნდება.

26 წლის ფეხბურთელი ბოლონიას იანვარში 6-თვიანი იჯარით შეუერთდა, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ბოლონია ამ მომენტისთვის პორტუგალიელის გამოსასყიდი თანხის – 10 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს და ის სავარაუდოდ ტურინში დაბუნდება, მაგრამ მარიო ლუჩიანო სპალეტის გეგმებში არ შედის და ტურინულ გრანდს მისთვის ახალი გუნდის პოვნა მოუწევს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)