მანდასი იუვენტუსის მოლოდინშია
ლაციოს კიპერმა ხრისტოს მანდასმა იუვენტუსში ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა და ტურინული გრანდის მოლოდინშია.
24 წლის ბერძენი ფეხბურთელი იუვენტუსში მატია პერინის პრიორიტეტულ შემცვლელად მოიაზრება და თუ იტალიელი გუნდს დატოვებს, ბიანკონერი ლაციოსთან მოლაპარაკებებს დაიწყებს.
SportItalia-ს ცნობით, იუვენტუსი პირველ რიგში ჯენოადან პერინის თაობაზე წინადადებას ელოდება და მის უფასოდ გაშვებას არ აპირებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
