რობერტო მანჩინი მოტას პოტენციური შემცვლელების სიაში…
ტურინული გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი გუნდიდან ტიაგო მოტას შესაძლო წასვლისთვის სერიოზულად ემზადება და კრისტიანო ჯუნტოლიმ მისი პოტენციური შემცვლელების ძებნა უკვე დაიწყო.
წყაროს ცნობით, მოტას შეცვლის ერთ-ერთი კანდიდატი იტალიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი რობერტო მანჩნი გახლავთ.
მანჩინი საუდის არაბეთის ნაკრების დატოვების შემდეგ უსაქმოდ არის დარჩენილი და მისი გაფორმება იუვენტუსს თავისუფლად შეეძლება.