მანჩინი კონტეს პირველ ალტერნატივად რჩება
იუვენტუსი ანტონიო კონტეს საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინშია, თუმცა მისი ალტერნატივა შერჩეული ჰყავს.
კონტე აურელიო დე ლაურენტისს უახლოეს პერიოდში შეხვდება და საკუთარ მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
Tutosport-ის ცნობით, თუ კონტემ ნეაპოლში დარჩენა გადაწყვიტა, იუვენტუსი გუნდში იტალიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელის რობერტო მანჩინის მიყვანას გეგმავს.