მანჩინი:“ იუვენტუსთან მოლაპარაკებები გავმართე…“
იტალიელმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ დაადასტურა, რომ რამდენიმე თვის წინ იუვენტუსისგან მის მიმართ ინტერესი მართლაც იყო.
შეგახსენებთ, მანჩინი ტიაგო მოტას ერთ-ერთ შემცვლელად მოიაზრებოდა, თუმცა მხარეებმა კონტრაქტის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ამიტომ ტურინულმა გრანდმა იგორ ტუდორი გაიფორმა.
„ინტერესი იუვენტუსის მხრიდან ? დიახ, რამდენიმე თვის წინ იუვენტუსთან მოლაპარაკებებს მართლაც ვაწარმოებდი, მაგრამ ახლა მათ სათავეში ტუდორი დგას, იგორმა ძალიან კარგად იმუშავა.
„ფავორიტი მომდევნო სეზონში ? ნაპოლი სეზონს ჩემპიონის სტატუსით იწყებს, მათ კარგი ფინანსური სიტუაცია აქვთ და ფავორიტები სწორედ ისინი არიან, მათ მთავარ კონკურენტად კი იუვენტუსს მოვიაზრებ.“
გამოგვყევი Telegram-ზე (დააკლიკე აქ)