TuttoJuve

Juve per sempre sarà

მანჩინი და კონტე გატუზოს პოტენციურ შემცვლელებად მიაზრებიან

იტალიურ ფეხბურთში ცვლილებები გრძელდება და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა არის ის, თუ ვინ ჩაიბარებს აძურის მთავარი მწვრთნელის პოსტს, რომელიც ჯენარო გატუზოს წასვლის შემდეგ ვაკანტურია.

Sky Sport-ის ცნობით, ამ მომენტისთვის ყველაზე აქტიურად ანტონიო კონტეს, რობერტო მანჩინისა და მასიმილიანო ალეგრის კანდიდატურები განიხილება.

წყაროს ინფორმაციით, ალეგრის საკლუბო ფეხბურთში დარჩენა სურს და სავარაუდოდ ნაკრებში მუშაობაზე უარს იტყვის.

გამოცემის ცნობით, ანტონიო კონტე ნაკრებში მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ ფედერაცია ხანგრძლივ, ამბიციურ პროექტს წარადგენს, გარანტიების გარეშე იტალიელი სპეციალისტის დათანხმება რთული იქნება.

მანჩინი ალ-სადის დატოვებისა და ნაკრებში დაბრუნების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ის ამ მომენტისთვის ფავორიტ კანდიდატად არ მოიაზრება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !