მანჩესტერმა იუვენტუსს უგარტეს ფასი შეუთვალა
იუვენტუსი ნახევარდაცვის გასაძლიერებლად პოტენციური სამიზნეების ძიებაშია და ერთ-ერთი მათგანი მანჩესტერის მანუელ უგარტეა.
ბრიტანული გამოცემა CaughtOffside-ს ცნობით, წითელი ეშმაკები ზაფხულში ურუგვაელი ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.
გამოცემის ინფორმაციით, მანჩესტერი ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
