მანჩესტერის სკაუტები კალულუს აკვირდებიან
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსის გასულ მატჩებს მანჩესტერ იუნაიტედის სკაუტები დაესწრნენ.
წყაროს ცნობით, ინგლისელები ტურინული გრანდის მცველს პიერ კალულუს აკვირდებიან და ფრანგი სეზონის ბოლოს მათი ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნე იქნება.
სკირას თქმით, კალულუს მიმართ გაზრდილი ინტერესის მიუხედავად, იუვენტუსი პიერის გაყიდვას არ აპირებს და მასთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მუშაობას უკვე შეუდგა. ტურინელებს ფრანგის ხელშეკრულების 2030 წლამდე გახანგრძლივება და მისი გასამრჯელოს 3.5 მილიონამდე გაზრდა სურთ.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
