TuttoJuve

Juve per sempre sarà

მანჩესტერის ინტერესი ლოკატელის მიმართ სერიოზულია

ბრიტანულ წყაროებში მანჩესტერ იუნაიტედის მხრიდან იუვენტუსის ნახევარმცველის მანუელ ლოკატელის მიმართ არსებული ინტერესის თაობაზე საუბრები არ წყდება.

TeamTalk-ის ცნობით, წითელი ეშმაკების წარმომადგენლები იტალიელი ფეხბურთელის წარმომადგენლებს უკვე დაუკავშირდნენ და თავიანთი ინტერესი დააფიქსირეს.

ლოკატელი გასულ კვირებში ლუჩიანო სპალეტის გუნდის შეუცვლელი ფიგურა გახდა, მაგრამ იუვენტუსს ზაფხულში სანდრო ტონალის გაფორმება უნდა, ამიტომ შესაბამისი წინადადების შემთხვევაში ლოკატელის გაყიდვა გამორიცხული არ არის.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !