მანჩესტერი ვლაჰოვიჩის ტრანსფერით ინტერესდება
ცნობილი ჟურნალისტის ეკრემ კონურის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედი იუვენტუსის ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერით ინტერესდება.
წითელი ეშმაკების პრიორიტეტი ვიქტორ ოსიმენი იყო, თუმცა ევროპა ლიგის ფინალის წაგებისა და ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენის გამო, მათ შედარებით იაფიანი კანდიდატის ძებნა უწევთ.
ვლაჰოვიჩის იუვენტუსიდან წასვლა უკვე გადაწყვეტილია და ტურინული გრანდი მის სანაცვლოდ 45-50 მილიონი ევროს გამომუშავებას გეგმავს.