TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მანჩესტერი დუგლას ლუისის ტრანსფერით ინტერესდება

დუგლას ლუისის იტალიური კარიერა არც თუ ისე წარმატებულად დაიწყო და იანვარში მისი გუნდიდან შესაძლო წასვლის თაობაზე ცნობები სულ უფრო აქტიურად ისმის.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ბიანკონერის ბრაზილიელი ნახევარმცველის ტრანსფერით მანჩესტერ იუნაიტედი ინტერესდება, სადაც ფეხბურთელის ხილვა გუნდის ახალ მწვრთნელს რუბენ ამორიმს სურს.

იუვენტუსი დუგლას ლუისის მიმართ ნდობას არ კარგავს, მაგრამ იანვარში შესაბამისი წინადადების მიღების შემთხვევაში მის გაყიდვაზე უარს არ იტყვის.

error: დაცული კონტენტი !