მანჩესტერი ლოკატელის ტრანსფერით ინტერესდება
ინგლისური წყაროების ცნობით, მანჩესტერ იუნაიტედი მანუელ ლოკატელის ტრანსფერით ინტერესდება.
გამოცემა Touchline-ს ცნობით, იტალიელი ნახევარმცველი ზაფხულში წითელი ეშმაკების ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე იქნება.
იუვენტუსი თავის მხრივ ლოკატელის მარტივად გაშვებას არ აპირებს. ის ლუჩიანო სპალეტის გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა და ტურინული გრანდის დასარწმუნებლად მანჩესტერს მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელება მოუწევს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
