მანჩესტერი იანვარში მაინოს გაშვების წინააღმდეგი არ არის
იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი და ნაპოლი მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელის კობი მაინოს მიმართ ინტერესს ინარჩუნებენ.
20 წლის ნახევარმცველი წითელი ეშმაკების რიგებში სათამაშო დროს ფაქტობრივად არ ღებულობს, რის გამოც მას იანვარში გუნდის დატოვება სურს.
Tuttomercato-ს ცნობით, იანვარში მანჩესტერი ინგლისელი ტალანტის იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ იქნება. ფეხბურთელის მიმართ ინტერესს იტალიელების გარდა რამდენიმე ინგლისური და ესპანური გუნდიც იჩენს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
