TuttoJuve

Juve per sempre sarà

მანჩესტერი ბრემერის მიმართ ინტერესს არ კარგავს

მანჩესტერ იუნაიტედი გლეისონ ბრემერის მიმართ ინტერესს არ კარგავს და უახლოეს პერიოდში ტურინულ გრანდთან მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს.

წითელი ეშმაკები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დაცვის ცენტრის გაძლიერებას გეგმავენ და უკვე რამდენიმე კვირაა, ბრემერი მათი ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნეა.

იუვენტუსი თავის მხრივ ბრაზილიელს ხელშეუხებელ ფეხბურთელად მოიაზრებს და მის სანაცვლოდ მიღებული წინადადებების განხილვასაც კი არ აპირებს. მანჩესტერი გლეისონის ალტერნატივად ყოფილ იუვენტინოს მატაის დე ლიხტს მოიაზრებს.

34 views
error: დაცული კონტენტი !