TuttoJuve

Juve per sempre sarà

დანიელ მალდინი იუვენტუსის სატრანსფერო სიაში

იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი მონცას ფეხბურთელის დანიელ მალდინის ტრანსფერით ინტერესდება.

მალდინი, ვინც მილანი საბოლოოდ დატოვა და მონცას რიგებს შეუერთდა, ლომბარდიულ გუნდში ძალიან კარგ სეზონს ატარებს, რითიც მან იტალიის ნაკრებში გამოძახება დაიმსახურა.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, თუ მალდინი განვითარებას გააგრძელებს, იუვენტუსი მის გაფორმებას სერიოზულად განიხილავს.

33 views
error: დაცული კონტენტი !