TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მაკკენი ლაციოსთან მატჩში გუნდს ვერ დაეხმარება

იუვენტუსის ტრავმირებული ფეხბურთელების რაოდენობა სულ უფრო იზრდება და ამჯერად ლაციოსთან მატჩში უესტონ მაკკენის თამაში გამოირიცხა.

ამერიკელ ფეხბურთელს მხრის ტრავმა აწუხებს, რის გამოც მან ნაკრები დატოვა და ტურინში ნაადრევად დაბრუნდა.

მაკკენი შემოწმებას უახლოეს პერიოდში გაივლის და მისი მოედანზე დაბრუნების დრო ამის შემდეგ გვეცოდინება, თუმცა ჯოვანი ალბანეზეს ცნობით, ის ლაციოს წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.