TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მაკკენის სიტუაცია იუვენტუსს დიდ პრობლემებს უქმნის…

იუვენტუსი უესტონ მაკკენისთვის ახალი გუნდის ძიებას აგრძელებს, თუმცა ამერიკელი ფეხბურთელის მოთხოვნები ტურინულ გრანდს საქმეს საგრძნობლად ურთულებს.

მაკკენის მიმდიანრე კონტრაქტი იუვენტუსთან 2025 წლის ზაფხულში იწურება და ის გუნდის გეგმებში არ შედის, ამიტომ კრისტიანო ჯუნტოლის ფეხბურთელის გაყიდვა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მოუწევს.

პრობლემა მაკკენის მიერ მოთხოვნილი ხელფასი – 6 მილიონია, ამის გარდა კი მას ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს, მის კრიტერიუმებს კი ჯერჯერობით ვერც ერთი დაინტერესებული გუნდი ვერ აკმაყოფილებს.

სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, იუვენტუსს მაკკენის ფასის საგრძნობლად შემცირება მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში მომდევნო ზაფხულს მისი უფასოდ დაკარგვა მოუწევს.