TuttoJuve

Juve per sempre sarà

მაიამის ინტერი მაკკენის სანაცვლოდ მსუყე წინადადებას ამზადებს

დევიდ ბეკჰემის მაიამის ინტერის ინტერესი იუვენტუსის ნახევარმცველის უესტონ მაკკენის მიმართ სერიოზულია და ამერიკული გუნდი უახლოეს პერიოდში ბიანკონერის პირველი წინადადებით მიმართავს.

Tuttomercato-ს ცნობით, ინტერი ტურინულ გრანდს ამერიკელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს შესთავაზებს, რაც ბონუსების ჩათვლით 20 მილიონამდე გაიზრდება.

მაკკენის პრიორიტეტი ევროპულ გუნდში დარჩენაა, თუმცა მან შესაძლოა მესისა და სუარესის გვერდით თამაშზე უარი ვერ თქვას და სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტოს…

39 views
error: დაცული კონტენტი !