TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მადალონი:“ მოტასთან ერთად, იუვენტუსი აუცილებლად გაიმარჯვებს“

იუვენტუსის ყოფილმა მწვრთნელმა მასიმილიანო მადალონიმ საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ცვლილებები იუვენტუსში ? გუნდმა სწორი მიმართულება აირჩია, იუვენტუსში მოხვდა უამრავი ცვლილება, ახალი მწვრთნელი, ბევრი ახალი ფეხბურთელი, თამაშის განსხვავებული სტილი.

„რა თქმა უნდა, გუნდს ადაპტაციისთვის გარკვეული დრო დასჭირდება და ეს სრულიად ნორმალურია, თუმცა დარწმუნბული ვარ, იუვენტუსი მოტასთან ერთად ამბიციური მიზნებისთვის იბრძოლებს.

„საკადრო პრობლემები შეტევაში ? გუნდმა ზაფხულში მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა და იმის ფონზე, რომ არკადიუშ მილიკი შესანიშნავი ფორვარდია, ჯუნტოლიმ შემტევის გაფორმებაზე უარი თქვა და აქცენტი სხვა პოზიციებზე გააკეთა, თუმცა პოლონელის ტრავმებმა სიტუაცია საგრძნობლად გაართულა. ვფიქრობ, იუვეს ფორვარდის გაფორმება იანვარში მოუწევს, რადგან მხოლოდ ვლაჰოვიჩი საკმარისი არ არის.“