ლუკა იანვარში იუვენტუსის პრიორიტეტი იქნება
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იანვარში შეტევის გასაძლიერებლად იუვენტუსის პრიორიტეტი ლორენცო ლუკა იქნება.
წყაროს ცნობით, ტურინულ გრანდსა და ფეხბურთელის აგენტს შორის შეხვედრა უკვე შედგა და იტალიელი ფორვარდი კარიერის იუვენტუსში გაგრძელებაზე ოცნებობს.
პრობლემა უდინეზეს მიერ მოთხოვნილი 25 მილიონი ევროა, რისი გადახდაც იუვენტუსს იანვარში გაუჭირდება. კრისტიანო ჯუნტოლი მის იჯარით გაფორმებას ეცდება, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.