TuttoJuve

Juve per sempre sarà

ლუისს ფორესტში საბოლოოდ დარჩენამდე კიდევ 6 მატჩის ჩატარება მოუწევს

ნიკო გონსალესის პარალელურად, იუვენტუსის საბოლოოდ დატოვებასთან ახლოს დუგლას ლუისი გახლავთ.

ბრაზილიელი ნახევარმცველი ნოტინგჰემ ფორესტის რიგებს ზაფხულში 1-წლიანი იჯარით შეუერთდა, რის სანაცვლოდაც იუვენტუსმა 3 მილიონი ევრო მიიღო, მისი შემდგომში 25 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით, რასაც ბონუსების სახით კიდევ 3.5 მილიონი დაემატება.

გამოსასყიდი პუნქტი გახდება სავალდებულო, თუ ლუისი ფორესტის რიგებში ყველა ტურნირზე მინიმუმ 15 შეხვედრაში მოედანზე 45 წუთს ან მეტს გაატარებს. ამ მომენტისთვის მას ფორესტში დარჩენამდე კიდევ 6 ასეთი მატჩი აშორებს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !