TuttoJuve

Juve per sempre sarà

ლუისს დისკვალიფიკაცია ემუქრება

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსის ნახევარმცველს დუგლას ლუისს ლაციოსთან მომხდარი ინციდენტის გამო დისკვალიფიკაცია ემუქრება.

საქმე ეხება ეპიზოდს, რომლის დროსაც ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ლაციოს პატრიკს იდაყვი ჩაარტყა, თუმცა მომენტი მთავარ არბიტრსა და VAR-ს გამოეპარათ, ამიტომ ის ბარათს გადაურჩა.

SportItalia-ს ინფორმაციით, აღნიშნულ ეპიზოდს სპორტული მოსამართლე განიხილავს და არ არის გამორიცხული, ბრაზილიელს ერთი ან რამდენიმე მატჩის გამოტოვება დისკვალიფიკაციის გამო მოუწიოს.

29 views
error: დაცული კონტენტი !