TuttoJuve

Juve per sempre sarà

ლუისმა ფორესტში ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო

ინგლისური გუნდები დუგლას ლუისის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებენ და ბრაზილიელის გაფორმებასთან ყველაზე ახლოს ამ მომენტისთვი ნოტინგჰემ ფორესტია.

SportItalia-ს ცნობით, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ნოტინგჰემში ტრანსფერზე თანხმობა უკვე განაცხადა და გუნდებს შორის მოლაპარაკებების დასრულების მოლოდინშია.

ინგლისელებს მისი 1-წლიანი იჯარით გაფორმება სურთ, შემდგომში ლუისის 34-35 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში სავალდებულო გახდება, იუვენტუსი კი ითხოვს, რომ გამოსასყიდი პუნქტი სავალდებულო იყოს.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

95 views
error: დაცული კონტენტი !