ლუისმა კონტინასაზე დაგვიანების გამო ბოდიში მოიხადა
როგორც უკვე მოგახსენეთ, დღეს დუგლას ლუისი კონტინასაზე გამოცხადდა და თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიში განაახლა.
ჯოვანი ალბანეზეს ცნობით, ვარჯიშის დაწყებამდე ლუისმა თანაგუნდელებს, მწვრთნელსა და გუნდის ხელმძღვანელობას ბოდიში მოუხადა და კონტინასაზე დაგვიანება პირადი პრობლემებით ახსნა.
წყაროს ცნობით, მოსალოდნელია, რომ ლუისი 40,000-დან 120,000 ევრომდე დაჯარიმდება.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                