TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ლუისის სახლი გაქურდეს

დუგლას ლუისს იუვენტუსის რიგებში გუშინ კიდევ ერთი უსახური მატჩი გამოუვიდა, თუმცა მისი ცუდი საღამო ამით არ დასრულებულა.

გუშინ ლაციოსთან მატჩის დროს დუგლას ლუისისა და იუვენტუსის ქალების გუნდის წევრის ალიშა ლემანის სახლი გაქურდეს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ქურდებმა დაახლოებით 500,000 ევროს ღირებულების საათები და სხვა ძვირფასეულობა წაიღეს.