TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ლუისი ზაფხულში ინგლისში დაბრუნდება…

დუგლას ლუისის ადაპტაცია იტალიაში არც თუ ისე წარმატებით მიმდინარეობს და დიდი ალბათობით ბრაზილიელი ფეხბურთელი სეზონის ბოლოს იუვენტუსს დატოვებს.

ხშირი ტრავმებისა და ფორმის ნაკლებობის გამო, ლუისი მიმდინარე სეზონში მოლოდინების გამართლებას ვერ ახერხებს და ის დიდი ალბათობით ზაფხულში დატოვებს.

Calciomercato-ს ცნობით, წარუმატებელი სეზონის მიუხედავად, ლუისს ინგლისში მსურველები კვლავ მრავლად ჰყავს, ამიტომ კრისტიანო ჯუნტოლის ბრაზილიელის გაყიდვა არ უნდა გაუჭირდეს.

შეგახსენებთ, ლუისი კვლავ ტრავმირებულია და კუნთის პრობლემების გამო ის ამჯერად დაახლოებით 20 დღეს გამოტოვებს.

error: დაცული კონტენტი !