ლუისი იუვენტუსს ტოვებს
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, დუგლას ლუისის იუვენტუსიდან წასვლა გადაწყვეტილია.
წყაროს ცნობით, ბრაზილიელი ფეხბურთელი იგორ ტუდორის გეგმებში არ შედის და დამიენ კომოლის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მისი გაყიდვა იქნება.
ლუისს მსურველები მრავლად ჰყავს, ყველზე მეტად მისი ტრანსფერით ინგლისური გუნდები აქტიურობენ. იუვენტუსს ფეხბურთელის სანაცვლოდ 30-35 მილიონის მიღების იმედი აქვს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)