ლუისი იუვენტუსს დატოვებს
Sky Sport-ის ინფორმაციით, დუგლას ლუისი სეზონის ბოლოს იუვენტუსს დატოვებს.
წარუმატებელი სადებიუტო სეზონის შემდეგ, ტურინული გრანდი ზაფხულში ბრაზილიელი ნახევარმცველის გაყიდვას გეგმავს.
წყაროს ცნობით, ლუისის ტრანსფერით დაინტერესებული ერთ-ერთი მხარე ჩელსია და ბიანკონერი ბრაზილიელის გამოყენებას რენატუ ვეიგას ტრანსფერში გეგმავს.