TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დუგლას ლუისი ინტერთან მატჩს გამოტოვებს

Sky Sport-ის ინფორმაციით, დუგლას ლუისი გუნდს ინტერთან მატჩის წინააღმდეგ ვერ დაეხმარება.

ბრაზილიელ ფეხბურთელს შტუტგარტთან მატჩი ძირითად შემადგენლობაში უნდა დაეწყო, მაგრამ გახურების დროს ტრავმა მიიღო და თამაში ვერ შეძლო.

ლუისის დაზიანება სერიოზული არ გამოდგა, მაგრამ წყაროს ცნობით, თავის დაზღვევის მიზნით ბრაზილიელი ინტერთან მატჩს გამოტოვებს და ტიაგო მოტას განკარგულებაში პარმას წინააღმდეგ დაბრუნდება.