TuttoJuve

Juve per sempre sarà

ლუისი ფორესტში ტრანსფერთან ახლოს არის

იუვენტუსსა და ნოტინგჰემ ფორესტს შორის დუგლას ლუსიის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.

ჯანი ბალძარინის ინფორმაციით, ინგლისელებმა ბრაზილიელ ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმეს და საერთო ენის გამონახვას იუვენტუსთან ცდილობენ.

წყაროს ცნობით, ფორესტს ლუისის 1-წლიანი იჯარით გაფორმება უნდა, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, საერთ ჯამში კი იუვე დაახლოებით 35 მილიონს მიიღებს.

იუვენტუსი თავის მხრივ ლუისის იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუ მისი გამოსყიდვა სეზონის ბოლოს სავალდებულო იქნება.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

88 views
error: დაცული კონტენტი !