TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ლუჩესკუ:“ ინტერი – იუვე იტალიური ფეხბურთის დიდი რეკლამა იყო, ტიაგო მოტა ?…“

ლეგენდარულმა რუმინელმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ, ვინც დღეს პარმასთან მატჩს დაესწრება, Gazzetta dello Sport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ინტერი – იუვენტუსი ? ეს იტალიური ფეხბურთის შესანიშნავი რეკლამა იყო. სერია ა-ს იტალიის ფარგლებს გარეთ ხშირად ზედმეტად ტაქტიკურ და დაცვაზე ორიენტირებულ ჩემპიონატად მოიაზრებენ, ინტერმა და იუვენტუსმა კი დაამტკიცეს, რომ იტალიაში მაღალი ტემპითა და ინტენსიობით თამაში შეუძლიათ.

„ტიაგო მოტა ? მისი სიმამაცე ძალიან მომწონს, ის თავის ამ თვისებას გუნდსაც გადასცემს და ამიტომ მჯერა, რომ იუვე სკუდეტოსთვის იბრძოლებს. მოტა ჩაბი ალონსოს მაგონებს, ერთ დროს შესანიშნავი ნახევარმცველი, ვისაც გამორჩეული იდეები აქვს.

„ილდისი ? კენანი ნამდვილი მარგალიტი, უნიჭიერესი ფეხბურთელია. შედარება დელ პიეროსთან ? ალექსმა ისტორია დაწერა, ის იუვენტუსის ლეგენდაა. დელ პიეროსთან შედარებას, ილდისი ჩვენ მოქმედ ფეხბურთელებს უნდა შევადაროთ. კენანი ვინისიუსის მსგავსად ძალიან გაბედულია, ის ჯერ კიდევ 19 წლის არის და განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.“

error: დაცული კონტენტი !