ლორენტე:“ დღევანდელი იუვე მომწონს, ტუდორი ძალიან კარგად მუშაობს“
იუვენტუსის ყოფილმა ფორვარდმა ფერნანდო ლორენტემ Tuttosport-თან ისაუბრა.
„რას ვფიქრობ დღევანდელ იუვენტუსზე ? მე ის ძალიან მომწონს. ტუდორმა გუნდის ძლიერი საძირკველი ძალიან მოკლე დროში შექმნა, დღევანდელი მატჩი კი არის შანსი, რომ მილანთან შეხვედრის წინ გუნდის ენთუზიაზმი კიდევ უფრო გაიზარდოს.
„ტუდორი ? მან გასულ სეზონში გუნდი რთულ მომენტში ჩაიბარა, ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა, ამ სეზონში კი იუვენტუსი, არსებული პრობლემების მიუხედავად, მებრძოლ გუნდად ჩამოყალიბდა.
„საუკეთესო ფეხბურთელი ? ილდისი. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს, მის გვერდით მე კიდევ უფრო მეტ გოლს გავიტანდი.
„ვლაჰოვიჩი ? ვფიქრობ, ის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია, დუშანს აქვს ხარისხი, რომ მატჩის ბედი მარტომ გადაწყვიტოს.
„სინანული ჩემპიონთა ლიგაზე ? გალათასარაისთან მატჩი. ჩვენ მაშინ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავდა, თუმცა გვაიძულეს გვეთამაშა ისეთ მდგომარეობაში, რომელშიც ჩვენი ხარისხის გამოყენება შეუძლებელი გახდებოდა. ის შეხვედრა უნდა გადადებულიყო.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
