ლონგი:“ კამბიაზო კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მის სანაცვლოდ 70 მილიონზე უარის თქმა სიგიჟე იქნებოდა“
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბრუნო ლონგიმ ანდრეა კამბიაზოს შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„ფეხბურთელის ტრანსფერის დროს გასათვალისწინებელი ორი ფაქტორია: ტექნიკური და ეკონომიკურ-ფინანსური.
„კამბიაზო ბოლო პერიოდში არც თუ ისე კარგად გამოიყურება, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ ის ძალიან კარგი, იუვენტუსის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.
„მე იუვენტუსის ფინანსურ სიტუაციას კარგად არ ვიცნობ, თუმცა მის სანაცვლოდ 65-70 მილიონზე უარის თქმა სიგიჟე იქნებოდა.“