TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ლონგარი:“ იუვენტუსი იანვარში შემადგენლობის მნიშვნელოვნად გაძლიერებას გეგმავს“

SportItalia-ს ჟურნალისტმა ჯანლუიჯი ლონგარიმ იუვენტუსის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა.

„იუვენტუსი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იტალიაში ყველაზე აქტიური იქნება, რაც დიდწილად გუნდში ტრავმების მხრივ არსებული რთული სიტუაციით არის გამოწვეული.

„კრისტიანო ჯუნტოლი დაცვის ხაზში ერთდროულად 2 ფეხბურთელის გაფორმებას ეცდება, ამის გარდა კი მას ვიცე-ვლაჰოვიჩის პოვნაც სურს, რადგან მილიკი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ფორმას დიდი ხანი ვერ დაიბრუნებს.

„ჯერჯერობით კონკრეტულ სახელებზე საუბარი ადრეა, თუმცა ჯუნტოლის კანდიდატების შერჩევა უკვე დაწყებული აქვს.“

error: დაცული კონტენტი !